სადაზღვევო კომპანია ალდაგის და სტარტაპ კომპანია Wehost-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ალდაგმა Wehost-ის მომხმარებლებისთვის ქონების დაზღვევის სპეციალური პირობები და დაფარვები შექმნა. ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების შიდა მოპირკეთების, შიდა საინჟინრო მოწყობილობების, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევას გულისხმობს, რაც შემდეგ რისკებს მოიცავს:
- ხანძარი
- მეხის დაცემა
- შტორმი,გრიგალი, ქარიშხალი
- სეტყვა
- აფეთქება
- წყალდიდობა
- მიწისძვრა
- დატბორვა
- გრუნტის ჩამოშლა
- მეწყერი
- ზვავის ჩამოწოლა
- ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა
- მეზობლისგან წყლის შემოსვლა
- წყალსაკანალიზაციო მილების უეცარი მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მიყენებული დაზიანება
ალდაგთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, Wehost-ის ბინათმფლობელები სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევითაც ისარგებლებენ, რაც დაზღვეული ქონების არასათანადო ან დაუდევარი განკარგვის შედეგად მომხდარი ხანძრის, აფეთქების ან დატბორვის შემთხვევაში, მესამე პირთა ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს.
Wehost სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული პროექტია, რომელიც წარმოადგენს პირველ Airbnb მენეჯმენტ კომპანიას საქართველოში. Wehost ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების მასპინძლობის სერვისის შექმნაზე და ამავდროულად, მორგებულია ბინის იმ მეპატრონეების ინტერესებზე, რომლებსაც ტურისტებზე ბინის გაქირავებით მაღალი შემოსავალის მიღება, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სურთ. ალდაგისთვის მნიშვნელოვანია ისეთ წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობა როგორიც Wehost-ია, რადგან საქართველოში სტარტაპ ბიზნესი განვითარება და ხელშეწყობა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებაა.
სხვა ახალი ამბები
სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?
გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის... შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები. 2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების... განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში
ავტო დაზღვევის აქცია
უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა