20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

share

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი დასაქმებულის დაზღვევა სავალდებულო ხდება.

სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვის, რომელსაც მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების საფუძველზე მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი მიენიჭა.

დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა დაზარალებულისა და დამსაქმებლის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს.

უბედური შემთხვევის შედეგად, შრომისუუნაროოდ დარჩენის ან გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურებას ალდაგი დაზღვეულ თანამშრომლზე ან მისი ოჯახის წევრზე გასცემს. ასანაზღაურებელი თანხა წინასწარ შეთანხმებული ლიმიტის შესაბამისად განისაზღვრება.

თანამშრომელთა სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში, ალდაგი გთვაზობთ პერსონალის უბედური შემთხვევისგან დაზღვევას, რომელიც სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.


სხვა ახალი ამბები

01 ივლისი, 2019

სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

01 ივლისი, 2019

განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის...

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

03 დეკემბერი, 2018

ავტომობილის დაზღვევის ზამთრის აქცია: მეტი უსაფრთხოებისთვის

ალდაგში ზამთრის ავტოაქცია დაიწყო! შეიძინე ავტოდაზღვევის სრული პაკეტი  და მიიღე ალდაგის საჩუქრები მეტი...