01 ივლისი, 2019

სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?

share

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

ჰეშკილის ქოხები, სვანეთი  - სოფ.ჰეშკილში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, მესტიიდან 6.5 კმში. ჰეშკილის ქოხებიდან იშლება 2 ულამაზესი ხედი, ლაილას ქედისა დ აუშბის მწვევალის.

CloudBase Hut, სვანეთი - კოტეჯი, რომელიც მესტიაში, ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს, ორიენტირებულია ქართველ, ისევე როგორც უცხოელ მომხმარებლებზე, რომლებსაც იზიდავთ გაუკვალავში, ძალიან გრძელ ტრასებზე, ამოუწურავ რელიეფებზე სრიალი სნოუბორდით ან თხილამურებით. კოტეჯს მესტიაში დაბადებული და გაზრდილი, 24 წლის ნიკო ფალიანი უძღვება, რომელმაც ის ბაბუის დანატოვარი პატარა ქოხის ადგილას ააშენა.

მე-5 სეზონი (ჯუთა, ყაზბეგი) - მეხუთე სეზონი არის სამთო ტურისტული ცენტრი, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2360 მეტრზე, საუკეთესო ხედით ჭაუხის მასივზე. ტერიტორიაზე მოქმედებს კაფე-ბარი, უნიკალური ხევსურული და არა მარტო ხევსურული კერძებით და შესანიშნავი საკარვე ადგილები. მთის მოყვარულ, აქტიურ დამსვენებლებს ასევე ელით ცხენებით გასეირნება და სხვა უამრავი გასართობი საშუალება.

ბანაკი ზეთა (ჯუთა, ყაზბეგი) - ბანაკი "ზეთა" ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში მდებარეობს ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე, თბილისიდან 200 კილომეტრში, სადაც სტუმარს შესაძლებლობა ექნება ხელუხლებელი, ველური ბუნებით დატკბეს.
ბანაკის ტერიტორია კეთილმოწყობილია (ელ.ენერგია, ცივი და ცხელი წყალით). სოფელ ჯუთადან  "ზეთა"- მდე 900 მეტრი ფეხით სავალია.

არაბული არტ ჰაუსი (კორშა, ხევსურეთი) - ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო მდებარეობს ძალიან საინტერესო კულტურითა და ეთნოგრაფიით მდიდარ კუთხეში, ხევსურეთში. მისი ფუნქცია არის ხევსურეთში არსებული ეთნო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შესწავლა, შენახვა, განვითარება და იქ ჩასული სტუმრების თუ ფართო საზოგადოებისთვის სათანადოდ გაცნობა.

ჩემოდანი (ყაზბეგი) - სასტუმრო მდებარეობს დაბა სტეფანწმინდაში. ულამაზესი ვიტრაჟული ხედებით გერგეთზე, აქვს აივნები და სთავაზობს მომხმარებელს კომფორტულ გარემოს რელაქსაციისთვის.

გარემო (რაჭა) - ტყუპმა დებმა – მირანდუხტ და თამარ დავითულიანებმა, ვალერი სუხაშვილთან ერთად, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში, ჰოსტელი „გარემო” გახსნეს, რომელიც ამბროლაურის ცენტრიდან ორ კილომეტრში და აეროპორტიდან 400 მეტრშია.

სხვა ახალი ამბები

01 ივლისი, 2019

განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის...

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...

03 დეკემბერი, 2018

ავტომობილის დაზღვევის ზამთრის აქცია: მეტი უსაფრთხოებისთვის

ალდაგში ზამთრის ავტოაქცია დაიწყო! შეიძინე ავტოდაზღვევის სრული პაკეტი  და მიიღე ალდაგის საჩუქრები მეტი...